ჰერჩინსკის დაბარება – პრემიერის გამოხმაურება
ევროკავშირის ელჩი როცა პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჰერჩინსკის განცხადება თავისი შინაარსით უმძიმესია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ავლაბრის რეზიდენციაში 27 აპრილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა, ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.