გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი

ჩორჩანას ეპიზოდზე, გიორგი გახარიას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. დაიკითხნენ პროკურატურის მოწმეები. ბრალდების ინფორმაციით, ისინი რეგიონში მცხოვრები პირები იყვნენ, რომლებმაც განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. ადვოკატის განცხადებით, გახარიას დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. ყოფილი პრემიერი ბრალს არ აღიარებს. გახარიას დანაშაულს რამდენიმე მუხლით ედავებიან, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.