დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ოზურგეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, გურიაშიც დაესწრო. საზეიმო ღონისძიებები ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე 11:00 საათიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია შემეცნებით-საგანმანათლებლო ვორქშოპები, ინოვაციების სივრცე და STEAM აქტივობები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საბავშვო-გასართობი პროგრამები და სხვა აქტივობები. ინოვაციების სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რობოტიკას, კიბერუსაფრთხოების მიმართულებებსა და ხელოვნური ინტელექტის პროექტებს.