პრემიერი ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე
თურქეთში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ხვალიდან ორი დღის განმავლობაში ანტალია სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირების თავშეყრის ადგილი იქნება.
თურქეთის ზღვისპირა ქალაქი ყოველწლიურ დიპლომატიურ ფორუმს მასპინძლობს. გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პროცესებსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მომავალზე იმსჯელებენ. დაგეგმილია პანელური დისკუსიები და ორმხრივი შეხვედრები.
რა გზავნილებით ჩადის პრემიერი ანტალიაში და რისთვის გამოიყენებს ქართული მხარე კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმას – დიპლომატიურ ფორუმს თამარ წიკლაური გააშუქებს.