სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შესახვედრად, პროექტის – ზრდა საქართველოში ხელმძღვანელთან, ბრაიან კინგთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტი გუბერნატორმა მუჟავაში, ჭალესა და ფახულანში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმა. სამმხრივ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის გაძლიერების პოტენციალზეც ისაუბრეს. ახალგაზრდებმა სტუმრებს ტურიზმის განვითარებისთვის მიმზიდველი ადგილებიც დაათვალიერებინეს. ბრაიან კინგმა ახალგაზრდების კონცეფცია დადებითად შეაფასა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.