ამორტიზებული საბავშვო ბაღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

21:32, 08.05.2022

დახმარებას და ყურადღებას ითხოვენ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. რეგიონში არსებული 35 საბავშვო ბაღიდან, უმრავლესობა ამორტიზებულია. მოძველებულია ინვენტარი, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და აღსაზრდელებს მოუწყობელ ეზოებში უწევთ თამაში. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არც საკმარისი სათამაშოები და შესაბამისი ლიტერატურა აქვთ.

მსგავსი