„ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა „ქართულმა ოცნებამ“. მერობის ბოლო კანდიდატი გიგა გაბელაია, პრემიერ-მინისტრმა აბაშაში წარადგინა. აბაშაში მერობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პარლამენტარები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.