ლიტერატურული ფესტივალი

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. ღონისძიება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, 17-19 ივნისს მოეწყობა. ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა, 15-მდე გამომცემლობის მონაწილეობით, წალენჯიხასა და ჯვარში მოეწყობა. ასევე გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების გალერეა და ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდია. ღონისძიება საზეიმოდ 19 ივნისს, ფახულანში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიხურება.