წალენჯიხის მერის განცხადება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერმა მერმა, გიორგი ხარჩილავამ მუნიციპალიტეტის აიპი „სკოლის გარეშე კომპლექსური სასპორტო საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრში“ გატარებული რეფორმების შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ აიპიდან ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა, რის შედეგადაც 27 600 ლარი გამოთავისუფლდა. ეს თანხა სპორტული ინვენტარის შეძენას მოხმარდა.

სპორტულ წრეებში ბავშვთა ჩართულობა ბოლო თვეების განმავლობაში გაორმაგდა. გიორგი ხარჩილავა აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებსა და ზოგადად მერიაში ტარდება რეფორმა და არა თანამშრომლების გაშვება სამსახურებიდან. გარდა ამისა, მან არაეფექტიან მართვაზე და პარტიულ ნეპოტიზმზე ისაუბრა. წალენჯიხის მერის განცხადებით, რეორგანიზაცია იგეგმება ასევე დასუფთავებისა და კულტურის სამსახურშიც. მისი თქმით, გამოთავისუფლებულ ადგილებზე ნაცმოძრაობის აქტივის დასაქმება არ იგეგმება.