საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

საახალწლო ღონისძიება იმართება დღეს წალენჯიხაში.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. ჩატარდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. საახალწლო ღონისძიება წალენჯიხაში დღეს ქართველი შემსრულებლების კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.

ახალი წლის დღეები დღეს ასევე იმართება ქარელისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.