ტექნოლოგიური სკოლა წალენჯიხაში

წალენჯიხაში ტექნოლოგიური IT სკოლა გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა, პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. სკოლაში სწავლება უფასო იქნება და ის ნიკო კვარაცხელიას სახელს ატარებს. სკოლაში სწავლის სურვილი უკვე გამოთქვა 300-მდე ახალგაზრდამ.​