ხანძრის კერები საქართველოში

მეხანძრეებმა ერთ დღეში, ქვეყნის მასშტაბით, ხანძრის 100-ზე მეტი კერა ჩააქრეს. პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით არის ჩართული. ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან ახლოს დაკვამლიანების რამდენიმე კერა ამ დრომდე რჩება. ქრობის პროცესს ართულებს ქარი. ადგილზე მობილიზებულია 115 მეხანძრე-მაშველი.

სამეგრელოში კი ხანძრის სამ აქტიურ კერაზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაობი. მეხანძრე-მაშველები ხანძარს ებრძვიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში. ხანძარია ასევე მარტვილშიც, სალხინოს ტყეში. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. დამწვარია დაახლოებით 30 ჰა ფართობი.