უახლოეს დღეებში, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახალი ანტიკრიზისული პაკეტის წარდგენას აანონსებს. კონკრეტული წინადადებები გავრცელდება იმ ადამიანებსა და სფეროებზე, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ყველაზე მეტად არიან დაზარალებულები.
პრემიერთან ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრას ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ცენტრალური ბანკის მთავარი ამოცანა ახლა საკვები პროდუქტების ფასების შენარჩუნება და ლარის კურსის ვარდნის შეჩერებაა. ხელისუფლება ბიზნესს სთხოვს, ყველა ახალი შეზღუდვა მოსალოდნელი რისკების შესამცირებლად მკაცრად დაიცვან. მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანას გაზით ან ელექტრომომარაგების კუთხით შეზღუდვები არ ემუქრება.