ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება

„კოვიდ-19“-ის დაძლევისას დაშვებული შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ტედროს გებრეისუსის თქმით, მსოფლიო პანდემიის კრიტიკული ეტაპის დასრულებას მიუახლოვდა, თუმცა ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა, შესაძლოა, ვირუსის ახალი ვარიანტი წარმოშვას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი აქვს ვაქცინაციის, ან ვირუსის გადატანის გამო.