სარეაბილიტაციო სამუშაოები

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო დედაქალაქის მერი.

რეკრეაციულ ზონაში უკვე მოეწყო ამფითეატრი, სათამაშო მაგიდები და საგამოფენო სივრცე. ამ ეტაპზე მოპირკეთების სამუშაოები გრძელდება. თითქმის დასრულდა ღობის, საკალათბურთო მოედნისა და პარკში მდებარე შენობების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.