სარეაბილიტაციო სამუშაოები ლენტეხში

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ლენტეხში სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა.

ცენტრალური ორი ქუჩის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაფინანსდა. აღნიშნული მოიცავს 11 შენობის და პარკის რეაბილიტაციას, რომლის ღირებულება მილიონ ნახევარი ლარია. გარდა ამისა მუნიციპალიტეტი თავად აწარმოებს კულტურის სახლის რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის დახმარებით, საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ტურისტულ და რეკრეაციულ სივრცესაც აწყობს.