„გაამწვანე ელიავა“ - აქცია თბილისში

გაამწვანე ელიავა“- ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან ბაზრობის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული ზონის შესყიდვას და მის გამწვანებას ითხოვენ. მოქალაქეებმა ელიავას ტერიტორიისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს. მათი თქმით, ხელმოწერებს თბილისი მერიაში უახლოეს დღეებში შეიტანენ.