ახალი სკვერი ვარკეთილში

ვარკეთილის დასახლებაში, განახლებული პარკი გაიხსნა. რეკრეაციული ზონა ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ არის განთავსებული და ის სამ ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ახლად რეაბილიტირებული პარკი დედაქალაქის მერმა გახსნა.