იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება 

ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

საუბარია 36 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს აჩუქა. წლების განმავლობაში სადავო და თბილისის ფილტვებად ცნობილი ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და იყო გეგმა, რომ ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსები და საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო. მოგვიანებით კი იპოდრომი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ გამოისყიდა. ახალი გეგმის მიხედვით, თბილისის მერიისთვის უსასყიდლოდ გადაცემულ და რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე ჰოლანდიურმა კომპანიამ სამ წელიწადში ცენტრალური პარკი უნდა გააშენოს. ეს კი წლების განმავლობაში მოქალაქეების და გარემოსდამცველების მოთხოვნა იყო.