აქცია მერიასთან

„არა საოცნებო მწვანე დაბოლებას“- ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა თბილისის მერიის წინ, სადაც დიღმის ჭალების ტერიტორიის დაბინძურება გააპროტესტეს. აქციას ადგილობრივი მაცხოვრებლების საინიციატივო ჯგუფი და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი უძღვებოდნენ. ისინი დიღმის ჭალების ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობასა და მერთან შეხვედრას ითხოვენ. მათ მერიაში კახა კალაძის სახელზე პეტიცია შეიტანეს. მერიაში აცხადებენ, რომ დიღმის ჭალების განვითარების პროექტი არსებობს, მაგრამ პანდემიის გამო, ამ ეტაპზე დროებით გადადებულია.