აქცია დიღომში სარეკრეაციო ზონის დაბრუნების მოთხოვნით

რეკრეაციული ზონის შენარჩუნების მოთხოვნით, დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში აქცია გაიმართა. შეკრებილების თქმით, თბილისის მერიამ მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ფეხბურთის ფედერაციას ერთი ჰექტარი მიწა გადასცა, სადაც ისეთი სტადიონის აშენებას აპირებენ, რომელიც ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მოსახლეობა ითხოვს სივრცეს რეკრეაციული ზონის სტატუსი დაუბრუნდეს და სტადიონის ასაშენებლად ფედერაციას ალტერნატიული ფართი გადაეცეს. ადგილობრივებმა ტერიტორიაზე სიმბოლურად ნერგებიც დარგეს. „მოამბე“ პასუხისათვის დედაქალაქის მთავრობას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, სადაც თანამედროვე სტანდარტის საფეხბურთო მოედანი მოეწყობა.