რუსთავში ტყე-ჭალის აღდგენა იწყება

რუსთავის მერია ტყე-ჭალის აღდგენას იწყებს. შესაბამისი სტრატეგია უახლოეს პერიოდში უნდა მომზადდეს. ქალაქის ფილტვებად წოდებული ტყე-ჭალა, რომელიც მტკვრის სანაპირო ზოლს მიუყვება, 90-იან წლებში გაიჩეხა. 934 ჰექტარზე ისეთი სახეობების დაბრუნებაა გადაწყვეტილი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი.