საპროტესტო აქცია სტადიონის გასხვისების გამო

15:23, 28.03.2021

თხინვალას დასახლებაში, ადგილობრივები სტადიონის რეკონტრუქციას და მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ. მოქალაქეების მტკიცებით, ტერიტორია უკვე გასხვისებულია და სტადიონის ადგილას ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. მოსახლეობა ითხოვს პასუხს – როგორ მოხდა მერიის მიერ აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. ადგილობრივების პროტესტს ოპოზიციური პარტიების ნაწილიც შეუერთდა.

მოამბე

მსგავსი