მინსკში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის აფეთქებების ხმა და ჩანს კვამლი. აქციის მონაწილეთა ნაწილი დაკავებულია. სამართალდამცავების ცნობით, დაპატიმრებულია 100-ზე მეტი დემონსტრანტი. აქციის დაწყებამდე, მინსკში დახურეს მეტროსადგურის ათი გაჩერება. შეფერხებით მუშაობს მობილური და ინტერნეტკავშირი. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოუწოდა მოქალქეებს საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. ამასთან, ოპოზიციონერმა ბელარუსის სპეციალური დანიშნულების ძალებს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოს „ტერორისტული ორგანიზაციები უწოდა“. ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელის გამარჯვებულადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზედიზედ მეექვსედ, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.