რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა

პეტერბურგში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება. როგორც შეხვედრის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბელარუს კოლეგასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, აპირებს განიხილოს რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებიც. შეხვედრისას ლუკაშენკომ პუტინს მადლობა გადაუხადა იმ განცხადებისთვის, სადაც საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ბელარუსის დაცვაზეა საუბარი. ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებზეც ისაუბრა, რა დროსაც, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა. ლუკაშენკომ კი „ვაგნერის“ მებრძოლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაგნერელები მას ძაბავენ, რადგან პოლონეთში ექსკურსიაზე წასვლას სთხოვენ.