საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი მიუღებელია. ცინიკური მიდგომაა, როცა ბელორუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა ოკუპაციის კანონის, საერთაშორისო სამართლის ყველა წესის, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით.