ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადება

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, ამას ომსაც არ დავარქმევდი, ეს არის კონფლიქტი. ერთი-ორი დღე ომი იქნება და სამი დღის შემდეგ კი ხორცის საკეპ მანქანად გადაიქცევა“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, „ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ მართლაც გაუშვეს რაკეტები, თუმცა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი”, რადგან უკრაინა, ლუკაშენკოს თქმით, „რუსეთზე თავდასხმას აპირებდა და ამისთვის მზად ჰქონდა რაკეტები ბელორუსის საზღვართან“. ლუკაშენკომ მოუწოდა უკრაინას, „გახდეს ისეთი ქვეყანა, როგორც ბელარუსია – ნეიტრალური, ბირთვული იარაღის გარეშე“.