ბიჭვინთაში გამართული შეხვედრის გამო ბელარუსის პრეზიდენტს საერთაშორისო საზოგადოება მწვავედ აკრიტიკებს.
რამდენიმე ქვეყნიდან ლუკაშენკოს პირდაპირ უთხრეს, რომ მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლის მკაცრად დაგმობის და განმარტებისთვის ელჩის დაბარების შემდეგ ოფიციალური თბილისი მინსკს წითელი ხაზების არ გადაკვეთაზე აფრთხილებს და შესაბამის რეაგირებას აანონსებს, თუმცა უკვე გაკეთებული განცხადებები არასაკმარისია ოპოზიციისთვის, რომელიც მმართველ გუნდს მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლამ ორი ქვეყნის ურთიერთობა უკიდურესად გაამწვავა. ახლა მთავარი კითხვაა, გადაიკვეთება თუ არა წითელი ხაზი და აღიარებს თუ არა ლუკაშენკო აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რაზეც მინიშნებები რამდენჯერმე უკვე გაკეთებული აქვს.
„აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება“ – ამ გზავნილით ჩავიდა ლუკაშენკო ბიჭვინთაში, თუმცა არაღიარებულ ლიდერსა და ბელარუსის პრეზიდენტს შორის ე.წ. აღიარების საკითხის განხილვას მოსკოვი უარყოფს.