ბელარუსის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ბელარუსის პრეზიდენტის პროვოკაციული ნაბიჯი – ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

საქართველოში ბელარუსის ელჩი პროტესტის ნიშნად და ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ოფიციალური თბილისის რეაქცია მძიმეა, მით უმეტეს, რომ ბელარუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს. ბიჭვინთაში ლუკაშენკო აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს შეხვდა, საუბარი ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას დაეთმო. ოკუპირებულ რეგიონში სტუმრობას პუტინთან აუდიენცია უძღოდა, რომელიც სოჭში გაიმართა.