რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო

ევროპასთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების ფონზე ბელარუსი რუსეთთან

სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეისთვის ნაბიჯს დგამს.

ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ინტეგრაციული პროგრამების პაკეტი შეათანხმეს და სამხედრო დოქტრინა განაახლეს. მოსკოვთან ინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად ბელარუსს ევროკავშირთან საკმაოდ დაძაბული ვითარება აქვს. ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა მზარდი ნაკადის გამო ევროპელი ლიდერები მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები კი ბელარუსის საზღვარზე კედლებს აშენებენ.