ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში „რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილეა“ და „იმეორებს მოსკოვის სამხედრო რიტორიკას“. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა ბელარუსი მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის, ომის, კაცობრიობის წინაშე და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულებში. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „გააფართოონ და გააძლიერონ სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ და გამოიყენონ იგივე სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ. რეზოლუციაში ბელარუსი „რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ“ არის მოხსენიებული და დაგმობილია რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე.