საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცროს. არ არის გამორიცხული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდის გახანგრძლივებაც. პრემიერის თქმით, მთავრობა ელოდება ტესტების შედეგებს ლენტეხიდან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ყველანაირი პროგნოზი პირობითია.
გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ.