რუსეთი შავი ჭირის პრევენციისთვის ემზადება

რუსეთი შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკის ქვეშ არის. რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარულმა ექიმმა – ანა პოპოვამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ რუსეთის რეგიონები შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ. შესაბამისი გადაწყვეტილება პარასკევს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შავი ჭირის პრევენციის მექანიზმების შესახებ რეგიონებში მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს. მათ შორის, რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია იმუნიზაცია. როგორც მედია წერს, მონღოლეთში, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის საზღვარზე, შავი ჭირის 137 კერაა გამოვლენილი.