სადეზინფექციო სამუშაოები

კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში, პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  სამუშაოები უკვე ჩატარდა თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში მდებარე 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში. დასუფთავება-დეზინფექცია 4 მარტს დაიწყო და კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება. სასწავლო დაწესებულებები, სადეზინფექციო სამუშაოებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის მიხედვით ატარებენ.