საბავშვო ევროვიზია 2018 იწყება.
ოთხ დღეში საქართველოს მინსკში თამარ ედილაშვილი წარადგენს. მანამდე კი პირველი არხის საბავშვო მეგაშოუს „რანინა” გამარჯვებულმა სხვადასხვა მედიასაშუალების კითხვებს უპასუხა.
25 ნოემბერს დაგეგმილი ფინალური შოუს ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ნებისმიერ მსურველს საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემა ონლაინ შეუძლია. ხმის მიცემის პროცესი შოუს დაწყებამდე 15 წუთით ადრე შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ 15 წუთით ისევ განახლდება.
გამარჯვებულს ჟიურის შეფასებებით და ონლაინ ხმებით გამოავლენენ.