საქართველოს დღეები ბელარუსში

მინსკში, ქართული სახლის გახსნის შემდეგ, თბილისობის დღესასწაული გაიმართა. ინტერესი ღონისძიების მიმართ საკმაოდ დიდი იყო. შარშანდელის მსგავსად, სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე უამრავი სტუმარი შეიკრიბა.  დღესასწაული ქართული ანსამბლების გამოსვლითა და მუსიკალური ნომრებით გაიხსნა. შეკრებილებს სიტყვით თბილისისა და მინსკის მერებმა მიმართეს.

ბელარუსის დედაქალაქში მარიკა შალიკაშვილი მუშაობს.