ბელარუსში დემონსტრაციებისთვის ემზადებიან

ბელარუსში შიდა საპროტესტო მუხტი ძლიერდება.

მინსკის აეროპორტში იძულებით დაშვებული თვითმფრინავის ბორტიდან დაკავებული ოპოზიციონერი ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იწყება. რომან პროტასევიჩის დედა დახმარებას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ ციხეში მის შვილს სიკვდილი ემუქრება. ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი „რაინეარის“ ლაინერის იძულებითი დაშვების გამო უკვე მეოთხე დღეა, ბელარუსის ხელისუფლება მწვავე საერთაშორისო განცხადებების ადრესატია. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ოფიციალურ მინსკს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ნორმების და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ. სკანდალურ დაკავებაზე დღეს პირველი განმარტებები გააკეთა ალექსანდრ ლუკაშენკომ და თვითმფრინავის იძულებითი დაშვება შვეიცარიიდან მიღებული ინფორმაციით ახსნა, მის მიერ დასახელებული მიზეზი შვეიცარიიდან უკვე უარყვეს.