ვითარება ბელარუსში

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ალექსანდრ ლუკაშენკო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა. მან ხმათა 80.1 პროცენტი მიიღო. სვეტლანა ციხანოვსკაიას კი 10.12 % აქვს. მინსკში კი საპროტესტო აქციები არ წყდება.  სამართალდამცველებმა აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების წინასწარი იზოლატორებიდან გათავისუფლება დაიწყეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს დაზიანებები აღენიშნება და აცხადებენ, რომ მათ იზოლატორში არასათანადოდ ეპყრობოდნენ. ხელისუფლება კი  დაკავებულების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებს უარყოფს. მეექვსე ვადით არჩეული პრეზიდენტი ლუკაშენკო აცხადებს, რომ მას ქვეყანა არ დაუტოვებია, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებდა.