მინსკში თამარ ედილაშვილის საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღება დასრულდა
მინსკში თამარ ედილაშვილის საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღება დასრულდა

მინსკში საბავშვო „ევროვიზია 2018“ -ის საიმიჯო ვიდეორგოლების გადაღება მიმდინარეობს.

ე.წ. ფოსთქარდები 25 ნოემბერს მინსკის არენას დარბაზში, დიდ ეკრანზე, ყოველი კონკურსანტის სცენაზე გამოსვლის წინ გავა.

თამარ ედილაშვილის საიმიჯო ვიდეო რგოლის გადაღება ცოტა ხნის წინ დასრულდა.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა“, რომელსაც თამარ ედილაშვილი შეასრულებს, კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა.