აქციები მინსკში

აქციები არ წყდება ბელარუსში. ქვეყნის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მიმდინარე მიტინგზე სამართალდამცველები დემონსტრანტებს აკავებენ. დაკავებულია ჟურნალისტიც. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მინსკში მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას ხარვეზით მიეწოდება ინტერნეტი. რამდენიმე საათის წინ შეჩერებული იყო სამი მეტროსადგურის მუშაობაც, თუმცა გავრცელებული ცნობით, მეტრომ მუშაობა განაახლა. ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.