მინსკში საბავშვო ევროვიზია 2018-ის კონკურსანტების რეპეტიცია დასრულდა

მინსკის არენაზე საბავშვო ევროვიზია 2018-ის კონკურსანტების რეპეტიცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ქართველი მონაწილე თამარ ედილაშვილი სცენაზე მეცამეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა „შენი ხმა“ შეასრულა.

მინსკის არენა 15 000 მაყურებელზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, პირველი არხი რიგით მე-16 ევროკონკურსის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ბელარუსის დედაქალაქში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.

 

დატოვე კომენტარი