საბავშვო ევროვიზიის ქართველმა მონაწილემ ბელარუსში პირველი რეპეტიცია გაიარა

20:03, 20.11.2018

საბავშვო ევროვიზიის ქართველმა მონაწილე თამარ ედილაშვილმა Minsk-Arena-ს 15 000-კაციან დარბაზში პირველი რეპეტიცია გაიარა.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა“, რომელსაც თამარ ედილაშვილი შეასრულებს, კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა.

მსგავსი