„საბავშვო ევროვიზია 2026“

18:02, 24.10.2026

რამდენიმე საათი რჩება მალტაში რიგით 24-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დაწყებამდე. საქართველოს წარადგენს „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული, ათი წლის დავით ლომიძე, სიმღერით „მზე სახურავებზე“. დავით ლომიძე კონკურსზე მე-15 ნომრად გამოვა.

კონკურსი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მარიკა შალიკაშვილი ჩაგვერთვება მალტიდან და ბოლო სამზადისზე დეტალურად მოგვიყვება.

მსგავსი