„საბავშვო ევროვიზია 2026“
ოთხგზის გამარჯვებული საქართველო ისევ სიმღერის კონკურსზეა, რიგით 24-ე საბავშვო ევროვიზიას წელს მალტა მასპინძლობს, ჩვენს ქვეყანას კი „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული, ათი წლის დავით ლომიძე სიმღერით „მზე სახურავებზე“ წარადგენს. კონკურსი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. იქამდე კი ჩვენი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ. ხმის მიცემა კონკურსის დაწყებისთანავე შეწყდება და თექვსმეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ 15 წუთით ისევ განახლდება.
საქართველომ რიგით მესამე გამარჯვება სწორედ მალტაში მოიპოვა, საიდანაც ახლა მარიკა შალიკაშვილი შემოგვიერთდება და გვეტყვის, როგორია სამზადისი და მოლოდინები საბავშვო ევროვიზიის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.