ბელარუსში საპროტესტო აქციები განახლდა

ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ამ წუთებში მინსკის ცენტრში საპროტესტო აქციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ. დედაქალაქის გარდა, ანტისამთავრობო გამოსვლები ასევე იმართება ბელარუსის სხვა ქალაქებში, მათ შორის გროდნოში, პინსკში, ბრესტში და მოგილევოში. აქციები უკვე ერთი კვირაა გრძელდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

საპროტესტო აქციების დარბევისას ათასობით მომიტინგე დააკვეს, გარდაიცვალა ორი ადამიანი.  პრეზიდენტის მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, მიმდინარე კვირის დასაწყისში ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.