საავტორო უფლებები - ცვლილებები კანონში

კიდევ ერთი სადავო კანონპროექტი.

პროტესტის ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში იმ ცვლილებების განხილვა, რომლებიც საავტორო უფლებების შესახებ კანონში შედის. კულტურის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიზნად ავტორ-შემსრულებლების ქონებრივი უფლებების მეტად დაცვა და მათზე ჰონორარების გაცემის წესის დარეგულირება სახელდება. ცვლილებების მომზადების ინიციატორები ის ავტორ-შემსრულებლები არიან, რომლებსაც საავტორო უფლებების ასოციაციის მიმართ მათი ინტელექტუალური საკუთრების არასათანადოდ დაცვის და კუთვნილი ჰონორარების ვერ მიღების გამო პრეტენზიები აქვთ.

ხელოვანების პროტესტს არ იზიარებს და კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე, რომლის უწყებაში საქპატენტმა ცოტა ხნის წინ ჩატარებული აუდიტის შედეგად ფინანსური დარღვევები გამოავლინა.