მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება

პროტესტის მე-17 დღე.

გაფიცული მაღაროელები რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან რჩებიან და შვიდ საათზე აქციის გამართვას გეგმავენ. მოთხოვნები უცვლელია – სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების ზრდა 20%-ით. მაღაროელები მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ასევე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში უკვე მეორე დღეა აქციის მონაწილე ოთხი მაღაროელი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობს. როგორც მაღაროელები ამბობენ, ჭიათურაში მყოფ აქციის მონაწილეებს დღეს მათივე ოჯახის წევრები შეუერთდებიან და პროტესტის ნიშნად ისინიც შიმშილობას დაიწყებენ.