ოჯახები საცხოვრებლის გარეშე

ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ მოქალაქეები აჭარაში. ყოველ ხუთშაბათს ისინი საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან.

ამბობენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, თავად არ აქვთ შესაძლებლობა სახლი შეიძინონ და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

რა არგუმენტები აქვთ პროტესტის მონაწილეებს და შეიძლება თუ არა მათი მოთხოვნები ახლად ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამით დაკმაყოფილდეს, – ნახეთ მერაბ წულუკიძის და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი.