აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების განცხადება

აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები წერილობით მიმართავენ ობსერვატორიის დირექტორს და მოითხოვენ, გაუქმდეს ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მათ ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებულ ბინებში შესვლა ეზღუდებათ. პროტესტის მიზნით შეკრებილი ადამიანები განმარტავენ, რომ მათ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მინიჭებული აქვთ მართლზომიერი მფლობელის სტატუსი, ვინაიდან ისინი არიან იმ მეცნიერების შთამომავლები, რომლეიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებლებით. მათივე თქმით, დირექტორის მოქმედება თვითნებური და უკანონოა. საპასუხო კომენტარი გააკეთა აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმაც. მისი თქმით, ბინებით მოსარგებლე მოქალაქეები წლის ბოლოს ობსერვატორიის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებენ ტერიტორიით სარგებლობას. ამასთანავე მისი განმარტებით, სამართლებრივად ობსერვატორიის ბინები სტატუსით მიეკუთვნება საერთო საცხოვრებლებს და ის სახელმწიფოს საკუთრებაა.