მაღაროელების პროტესტი

პროტესტის მე-16 დღე.

ჭიათურის პარალელურად მაღაროელების აქცია გრძელდება თბილისში. გაფიცული მაღაროელები პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე რჩებიან და 19:00 საათზე აქციის გამართვას გეგმავენ, რომელსაც სტუდენტებიც უნდა შეუერთდნენ. მოთხოვნები უცვლელია – სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების ზრდა 20%ით . შეკრებილების ნაწილი კვლავ განაგრძობს შიმშილობას. გაფიცული მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მათ პირი და თვალები ამოიკერეს. გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ პროტესტს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.